მთავარი
 
Only For Youკვირა, 2024-09-29, 0:46 AM



მოგესალმები Guest | RSS
მთავარი
საიტის მენიუ

შესვლის ფორმა

რეკლამა

სექციის კატეგორიები
თამაშები [624]
მუსიკა [119]
ვიდეოები [64]
მობილურისთვის [100]
პროგრამები [298]
განცხადებები [21]
ფილმები [182]
Counter Strike [40]
სპორტი [32]
Live ფილმები [3]

რეკლამა

ვალუტა

ფეხბურთის ფანებს

მთავარი » ფაილები » განცხადებები

მუხრან მაჭავარიანი გარდაიცვალა
2010-05-18, 10:48 PM


81 წლის ასაკში ქართველი პოეტი მუხრან მაჭავარიანი გარდაიცვალა. იგი რუსთაველის თეათრში პოეტის ფრიდონ ხალვაშის საღამოზე სიტყვით გამოდიოდა, როდესაც გულის შეტევა დაემართა. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
მუხრან მაჭავარიანის მთელი შემოქმედება სამშობლოს სიყვარულთაა შთაგონებული, მისი შემოქმედებული კრებულიც, პირველ ყოვლისა, პატრიოტიზმზეა დაფუძნებული. მუხრან მაჭავარიანის ლექსები ნათარგმნია რუსულ, ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ, ბულგარულ, ჩეხურ და სხვა ენებზე.
არ დავიწყებ მისი შემოქმედებსი ჩამოთვლას ..

უბრალოდ ვისაც გიყვართ და გული დაგწყდათ შეგიძლიათ დააციტატოთ საყვარელი ლექსები

მე მიყვარს

მე მიყვარს ხოლმე სიარული ქუჩაში მარტო,
იმ დროს,
როდესაც
დედაქალაქს
დაიპყრობს ძილი...
მიყვარს,
მიყვარს
და...
არ ვიცი რატომ!
(მიზეზის პოვნას
არცთუ ისე ძალიან ვცდილობ).

დავდივარ.
მესმის საკუთარი ფეხის ხმა მხოლოდ...
იღვრება დიდი ფანჯრებიდან სინათლე ლურჯი.
და...
ვიცი:
ვივლი,
ვივლი,
ვივლი,
ვივლი
და...
ბოლოს
სასაფლაოზე წამიღებენ ამავე ქუჩით.

აუცილებლად,
უსათუოდ
მოხდება ასე!
მაგრამ მე მაინც
გმადლობ, დედა,
დედაო, გმადლობ!
ვხედავ ქვეყანას —
სინათლით სავსეს...
დავდივარ,
ვღელავ,
მიყვარს,
მაწვიმს,
ვიცინი,
მათოვს.
1955

----------------
(ყრუა და ბრმაა...)
მუხრან მაჭავარიანი

ყრუა და ბრმაა
ვინაიდან წუთისოფელი! _
ჩემი რომ ვიყო
(შენ კი არა!)
მე მადლობელი:
ვინ ვიყო?! _
ვიყო, _
ვინც არ ვარ თუ
ვინც ვარ?! _
რომელი?!
----------------
(წამერთვი...)
მუხრან მაჭავარიანი

წამერთვი,
მაგრამ ვერ წამართვი წუთები ტკბილი;
დღეს მე იმ წუთთა წარმოდგენით ხელახლა ვტკბები...
გეალერსები,
გეუბნები:
_ ჩემი ხარ, ჩემი!
მიწურულია ათასცხრაასორმოცდაშვიდის.

ცაა კრიალა.
ციდან მთვარე გვიყურებს ბადრი;
დღეს მე იმ ღამის წარმოდგენით ხელახლა ვტკბები...
გეალერსები,
გეუბნები:
_ ჩემი ხარ, ჩემი!
არის დამდეგი ათასცხრაასორმოცდაათის.

სად სიკვდილშია მაშინდელი ხალისი ახლა?
სად სიკვდილშია მაშინდელი, თუ გინდა, ფიქრი?
დღეს იქ სტამბაა, მაშინ შენი რომ იდგა სახლი
და მაშინდელი დღეს ჭადარი დგას მხოლოდ იქვე.
--------------
გულუბრყვილო ნატვრა გამხელილი წყნეთის ქუჩაზე ერთი ასულისადმი
მუხრან მაჭავარიანი

ცად მიმოქრიან მერცხალნი შავნი.
ქუჩაში ბიჭი ყვავილებს ყიდის.
არ იქნებოდა შესანიშნავი, _
იყო შენ ჩიტი?!
ვიყო მე ჩიტი?!

ჩიტნი რომ ვიყოთ, იქ წაგიყვანდი,
სადაც, ვით კაცი, ვიყავი უწინ;
გულს ვიჯერებდით მაშინ, გიყვარდეს,
ქსენიას ბჟოლით...
ვალიკოს ყურძნით...

ჩიტნი რომ ვიყოთ (ვაგლახ! _ კაცნი ვართ!),
არ იარსებებს ჩვენთვის მიჯნები;
შევეგებებით მღვრიე განთიადს,
ქვებს დაგვიშენენ
სოფლის ბიჭები.

ტირიფის ტოტზე გავძღებით ძილით, _
კმაყოფილები მაყვლით, კუნელით...
დე, ნუმც შენიშნონ ფრინველი წყვილი, _
ისე გავიდნენ
საუკუნენი.

კატეგორია: განცხადებები | დაამატა: TUCHKA
ნანახია: 826 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Video

ძებნა

რეკლამა

მინი-ჩეთი
200

სტატისტიკა


...