მთავარი
 
Only For Youკვირა, 2024-09-29, 2:30 AM



მოგესალმები Guest | RSS
მთავარი
საიტის მენიუ

შესვლის ფორმა

რეკლამა

სექციის კატეგორიები
თამაშები [624]
მუსიკა [119]
ვიდეოები [64]
მობილურისთვის [100]
პროგრამები [298]
განცხადებები [21]
ფილმები [182]
Counter Strike [40]
სპორტი [32]
Live ფილმები [3]

რეკლამა

ვალუტა

ფეხბურთის ფანებს

მთავარი » ფაილები » განცხადებები

ხარებას გილოცავთ!
2010-04-07, 4:36 PM

დღეს, 7 აპრილს, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია ერთ-ერთ უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულს - ხარებას აღნიშნავს. სადღესასწაულო წირვა-ლოცვას, უწმინდეს მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სამების საკათედრო ტაძარში შეასრულებს. საზეიმო წირვა საქართველოს ყველა მოქმედ ეკლესიაში აღევლინება.

ამ დღეს ყოვლადწმიდა მარიამთან ერთად მთელ კაცობრიობას ეუწყა, რომ ღმერთმა ადამიანი სიკვდილისა და ცოდვის სამუდამო ტყვეობისთვის ვერ გაიმეტა და ეშმაკის მონობისაგან მისი გამოხსნა გადაწყვიტა.

ღმართმა ქრისტეშობამდე დიდი ხნით ადრე აღუთქვა კაცობრიობას, რომ მხსნელს, მესიას მოუვლენდა, რომელსაც შობდა ქალწული და უწოდებდა სახელად ემანუელს, რომელიც ითარგმანება როგორც "ჩვენთარ არს ღმერთი". უფალმა მიავლინა მთავარანგელოზი გაბრიელი გალილეის ქალაქ ნაზარეთში ქალწულ მარიამთან, რომელიც დაწინდული იყო იოსებზე, დავითის მოდგმის შთამომავალზე. წარუდგა ანგელოზი ქალწულს და უთხრა: "გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენთანაა. კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის". მარიამი შეაძრწუნა მისმა სიტყვებმა და გაიფიქრა: "ვითარ-მე არს მოკითხვაი ესე?" - რას უნდა ნიშნავდეს ეს მოკითხვაო? ანგელოზმა უთხრა: "ნუ გეშინინ, მარიამ, რამეთუ ჰპოვე მადლი წინაშე ღმრთისა. და აჰა, ესერა შენ მუცლად-იღო და ჰშვა ძე და უწოდი სახელი მისი იესუ". ნონე.გე

მარიამი, როცა ყოველივე გამოწვლილვით გაიგო, დამორჩილდა, მიენდო უფალს და ღვთის ნებას თავისი ნება შეუერთა: "აჰა მხევალი უფლისა, მეყავნ მე სიტყვისაებრ შენისა". და მეყსეულად შევიდა სულიწმიდა ქალწულის შეუგინებელ ტაძარში.

დღესასწაულის ამჟამინდელი სახელწოდება VII საუკუნიდან დამკვიდრდა.

კატეგორია: განცხადებები | დაამატა: rooney
ნანახია: 606 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Video

ძებნა

რეკლამა

მინი-ჩეთი
200

სტატისტიკა


...